Sunday, November 17, 2019

ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მუსლიმთა სამმართველოში

გამოქვეყნებულია სიახლები თებერვალი 10 2016 font size decrease font size increase font size

დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლები. პოლიტიკური მრჩეველი ბატონი ტომ ტრიერი, მისიის ანალიტიკური შესაძლებლობების მთავარი ანალიტიკოსი, ბატონი კიერან დალტონი და ბატონი კაუპო კანდი.


სტუმრები საქართველოს მუფთს ბატონ ბეგლარ ქამაშიძეს შეხვდნენ და ისაუბრეს საქართველოში არსებულ მოვლენებზე, რომელიც ეხება მუსლიმ მოსახლეობას, მათ კულტურულ ძეგლებსა და რელიგიურ თავისუფლებას.
საქართველოს მუფთმა აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და განვითარებასთან ერთად საზოგადოებაც ყალიბდება და აცნობიერებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატია და სამართლიანი თანაცხოვრება.
ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბატონ ბეგლარს.

Read 867 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]