Sunday, November 17, 2019

წმინდა წიგნ ყურანის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია სიახლები დეკემბერი 26 2015 font size decrease font size increase font size

2015 წლის 26 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით სასტუმრო „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზში წმინდა წიგნ ყურანის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყურანი ქართულ ენაზე მესამედ იქნა ნათარგმნი და აზერბაიჯანულ ენზე კიდე პირველად.


გაცნობებთ, რომ ყურანის თარგმანში არის როგორც არაბული ორიგინალური ტექსტი და ასევე ქართულ აზერბაიჯანული თარგმანიც. ყურანის თარგმანი მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით დარიგდება მეჩეთებში, მუსლიმურ რელიგიურ სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში, ორგანიზაციებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე დაურიგდებათ მორწმუნე მუსლიმებსაც.
პრეზენტაციაზე მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად სწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ყურანის აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე თარგმნა დადებითად შეაფასეს, ასევე აღნიშნეს, რომ თითოეულ მუსლიმს დედა ენაზე საშუალება ექნებათ გაეცნონ ძვირფას წიგნს, რომელიც მთელ კაცობრიობას მოუწოდებს, მშვიდობისაკენ, ერთობისაკენ, შემწყნარებლობისაკენ, მოწყალბისაკენ, ქველმოქმედებისაკენ და სიყვარულისაკენ. აქვე ავღნიშნავთ, რომ პრეზენტაცია იმ ძვირფას კვირაში დაემთხვა, რომელსაც როგორც ქრისტიანული სამყარო ასევე ისლამური სამყარო მათთვის ძვირფას პიროვნებების შობას-დაბადებას აღნიშნავენ. ძვირფას შუამავლების დაბადების დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საჩუქრად ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ყურანები გადაეცათ.
26.12.2015

 

Read 1568 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]