Saturday, October 21, 2017

სეკულარულ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობები

გამოქვეყნებულია სტატიები აპრილი 25 2017 font size decrease font size increase font size

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირიც სეკულარული სახელმწიფო იყო. ანუ იქაც რელიგია და სახელმწიფო გამიჯნული იყო. მიუხედავად სეკულარული წყობისა, საბჭოთა ხელისუფლება რელიგიის ფუნქციონირებას, რელიგიას დაუშვებლად თვლიდა. მათ ეშინოდათ ჭეშმარიტი და წმინდა ეთიკით სავსე რელიგიის, რადგან მას ადამიანი მიჰყავდა თავისუფლებისაკენ.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც სხვა ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, ასევე საქართველოშიც რელიგიებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა დაიწყო. ქვეყანაში მოქალაქეების რელიგიის და რწმენის თავისუფლება უზრუნველყოფილ იქნა. სსრკ-ს დროს რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირება, რელიგიური რიტუალების აღსრულება, ჭეშმარიტი რელიგიის ქადაგება, რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვა და გავრცელება აკრძალული იყო მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აკრძალვა მოიხსნა. სამლოცველოები გაიხსნა, აშენდა ახლები და რელიგიის სწავლებას საფუძველი ჩაეყარა. ასევე მორწმუნეებს საშუალება მიეცათ თავისუფალ გარემოში აღენიშნათ რელიგიური დღესასწაულები. ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი სულიერებით, ეროვნულ-მორალური ღირებულებებით აღზრდის პროგრამები განხორციელდა.

იმ გარდატეხის პერიოდში ზემოთ აღნიშნულ დადებით ფაქტებთან ერთად რელიგიური თვალსაზრისით სამწუხარო პრეცენდენტებიც შეინიშნებოდა. როდესაც სახელმწიფო ზრუნავდა ქვეყანაში მოქალაქეებისათვის თავისუფალი გარემო შეექმნა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კუთხით, ამასობაში გარკვეული ძალები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობდნენ ეს პროცესი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ისინი ყველა საშუალებების მობილიზებით ცდილობდნენ არატრადიციული რელიგიური სწავლებები დაენერგათ-გაევრცელებინათ, რელიგიური მდგომარეობის გამძაფრებას, რადიკალურ რელიგიურ განშტოებების გავრცელებას ცდილობდნენ.

იმ პერიოდისათვის ქართულ სახელმწიფოს აი ასეთი მძიმე ტვირთის ზიდვა უწევდა:

1.)    მრავალეთნიკურ და  მრავალკონფესიურ ქვეყანაში ტოლერანტობა და შემწყნარებლობა უნდა დაეცვა;

2.)    რელიგიებსა და დენომინაციებს შორის რელიგიური სტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინა;

3.)    იმათ წინააღმდეგ უნდა ებრძოლა ვინც რელიგიას ბინძური მიზნებისათვის იყენებდა;

4.)    რადიკალური განშტოებების და მისიონერული ორგანიზაციების ქმედებებისათვის კონტროლი უნდა გაეწია.

მაგრამ იმ პერიოდისათვის განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ ახლად დამოუკიდებლობა-მოპოვებულმა ქვეყანამ, რომელსაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ გაართვა თავი.

დღეს-დღეობით „რწმენის და სინდისის თავისუფლების“ პრინციპის დაცვით, რელიგიების თავისუფლად ცხოვრებისათვის სახელმწიფო მათ გვერდში უდგას და მზრუნველობას არ აკლებს, რის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ასევე საბჭოთა ტოტალიტარულ მმართველობის პერიოდში რელიგიებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, ბოლო რამოდენიმე წელიწადია სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს ფინანსურად ეხმარება.

ჩვენ მუსლიმი თემი მსგავს ნაბიჯებს დადებითად ვაფასებთ. მაგრამ, ვთვლით, რომ სახელმწიფოში არსებული რელიგიური მდგომარეობის, სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, რადიკალურ მოწოდებების და ქვეყანაში ტოლერანტული გარემოსათვის საფრთხის შემქმნელი იდეოლოგიის მრწამსის მატარებელი ჯგუფების განეიტრალებისათვის, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობების გამჭვირვალედ გახდისათვის და რაც მთავარია ყველა რელიგიების კანონის წინაშე თანაბარ უფლებიან მდგომარეობაში ჩაყენებისათვის, აუცილებელია რელიგიის შესახებ კანონის მიღება. აი ამ შემთხვევაში არცერთი რელიგიური თემი პრვილიგებული არ იქნება სახელმწიფოს წინაშე, არცერთი თემის უფლებები არ შეილახება და სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობები დაბალანსებული იქნება.

სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობები როგორი უნდა იყოს, რომ სინქრონი დაცული იყოს? ანუ რელიგიური წესი და პრინციპები დაკმაყოფილებული იყოს, ასევე სახელმწიფოს ინტერესები არ შეილახოს? რელიგიამ სახელმწიფოს თამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ემსახუროს და სახელმწიფომ კიდე რელიგიებს თავისუფლება შეუქმნას?

ზემოთ დასმულ კითხვებზე სანამ პასუხს გავცემ, მინდა აღვნიშნო რომ, სეკულარულ ქვეყნებში „სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობების“ საკითხებში საერთოდ სამი ძირითადი ფორმატია წარმოდგენილი:

1.      სახელმწიფოს მიერ რელიგიების მართვა, რელიგიების  საკუთარი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება;

2.      სახელმწიფოს მიერ რელიგიების კონტროლი და  რელიგიური მდგომარეობის კონტროლზე აყვანა;

3.      სახელმწიფოს მიერ რელიგიებისადმი ყურადღების გამოჩენა,ზრუნვა და ჯანსაღი ჭეშმარიტი რელიგიის მხარდაჭერა.

ზემოთ აღნიშნული  საკითხების გათვალისწინებით მინდა აღვნიშნო, რომ პირველი დაუშვებელია, რადგან რელიგიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მასში ჩარევა დისკრიმინაციაა, ასევე მისი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება, სპეკულაცია  საზოგადოებას რელიგიისადმი ნდობას დაარკარგვინებს და სახელმწიფოსადმი უნდობლობას შექმნის

რაც შეეხება მეორე ფორმატს „სახელმწიფოს მხრიდან რელიგიების კონტროლი და რელიგიური მდგომარეობის კონტროლზე აყვანა“-ს,  ეს თუ რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების პრევენციისათვის, ბინძური გეგმების და ცუდი ზრახვების აღმოჩენის და შემდგომ მისი აღმოფხვრის მიზნით ხდება, მაშინ მისაღებია, ან უფრო მეტიც აუცილებელიცაა.

ასევე რაც შეეხება მესამე ფორმატს „სახელმწიფოს მიერ რელიგიებისადმი ყურადღების გამოჩენა,ზრუნვა და ჯანსაღი ჭეშმარიტი რელიგიის მხარდაჭერა“-ს ეს დადებითი ფაქტია.  თუ სახელმწიფო მოქალაქეების მრწამს პატივს სცემს, თანაბარ პირობებში ყურადრებას და პატივისცემას გამოიჩენს, უფლებებს სამართლიანად დაიცავს, მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანის და პატრიოტ მოქალაქის ჩამოყალიბების მომსწრე გავხდებით.

სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს-დღეობით სხვადასხვა სეკულარულ ქვეყნებში რელიგიურ მდგომარეობას თუ თვალს გადავავლებთ, აშკარად ვნახავთ, რომ სახელმწიფო ერევა რელიგიების საქმეებში, მას აკონტროლებს და რიგ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს კრძალავენ. როდესაც სეკულარული სახელმწიფოების დევიზი „რელიგია სახელმწიფოსგან განცალკევებულია“ არის, მაშინ ასეთი აზრი ჩნდება თურმე „სეკულარიზმი რელიგიის სახელმწიფოსგან გამიჯვნას კიარ ნიშნავს, არამედ სახელმწიფოს მიერ რელიგიის მართვისათვის“ გამოგონილი მიზეზია.

სახელმიწიფო რელიგიებთან ურთიერთობის სწორად ჩამოყალიბებისათვის პირველ რიგში გაეროს ადმიანის უფლებების რეზოლუციას ეყრდნობა, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვას, რწმენის და სინდისის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. რადგან ადამიანის ფუნდამენტური უფლების თავისუფლების დარღვევის შემთხვევაში რელიგიაშიც წარმოიშვება პრობლემები , რაც იწვევს საზოგადოებაში რადიკალიზმის გაღვივებას და სტაბილურობის მოშლას, ასევე საბოლოო ჯამში ტოლერანტული გარემოს განადგურებას.

სიტყვის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე სამყაროში მსოფლიო ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე მთავარი მისია და ვალდებულება არის ადმიანებს შორის რელიგიური შემწყნარებლობის გაძლიერება, სხვადასხვა მრწამსის და კულტურის მქონე ადამიანებისათვის ხელის შეწყობა რათა მათ შეძლონ ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრება. თანამედროვე სამყაროში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენები იმის დასტურია, რომ როდესაც კონკრეტული კულტურის ადამიანები მისგან განსხვავებულ რელიგიის, კულტურის, რასის და ცხოვრების სტილის მატარებელ ადამიანებს როდესაც პატივს არ სცემენ, იმ შედეგებამდე მივდივართ რაც დღეს იქ ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მუდმივი სტაბილურობა და განვითარება შეუძლებელია.  მსგავსი დაპირისპირების ფაქტები რომ არ მოხდეს, ამიტომაც  საჭიროა განსხვავებული კულტურის და მრწამსის მატარებელ ადამიანებიადმი პატივისცემის და  შემწყნარებლობის გაძლიერება. აღნიშნული შემწყნარებლური ტრადიციის დაცვა-გაძლიერებისათვის ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი ღონისძიება ტარდება, მაგრამ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ საზოგადოებაში განსაკუთრებით ისლამისადმი შემწყნარებლობის მუხტი-სული ბოლომდე არარის ფორმირებული. ამ სფეროში მუდმივი და საფუძვლიანი სწავლება-განათლებაა საჭირო.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ასსალამუნალეიქუმ ვერაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუ

ჰაჯი რამინ იგიდოვი

 

სრულიად საქართველოს შეიხი

 

Read 285 times Last modified on Last modified on აპრილი 25 2017