Saturday, October 21, 2017

რწმენა სიტყვისა და ქცევის ერთობლიობაა

გამოქვეყნებულია სტატიები თებერვალი 24 2016 font size decrease font size increase font size

თუკი რწმენაშა სიტყვა და საქციელი სხვადახვაა, მაშინ წარმატება წარმოუდგენელია. დიადი ღმერთი ასე ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას,

თუკი რწმენაშა სიტყვა და საქციელი სხვადახვაა, მაშინ წარმატება წარმოუდგენელია. დიადი ღმერთი ასე ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ? დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე იმის თქმა, რასაც არ აკეთებთ. (სურა საფფათი 61/2-3) ვინაიდან თუკი იქმ იმას, რასაც სხვას უკრძალავ, მაშინ აშკარაა, რომ შენ მატყუარა ადამიანი ხარ. ამიტომაც, წმ. შუამავალი, როცა თავის თანამედროვენს რამეს უბრძანებდა, მანამდე თავად აკეთებდა. ადამიანები სიტყვაშიც და საქციელშიც მისგან იღებდნენ მაგალითს.
როცა საქმე ეხება წინამძღოლს, აუცილებელია ისინი ადამიანთა ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად სამაგალითო ადამიანები იყვნენ. რწმენის გარდა სხვა დანარჩენ ძირითად მეცნიერებში ეს თვისება არ არის მთავარი მახასიათებელი. ეს განსაკუთრებული მახასიათებელი უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებისთვისაა აუცილებელი ფაქტორი. როცა მე მჭირდება ვისწავლო ქიმი საუკეთესო სპეციალისტისგან, მე მასში არ ვიკვლევ მის ქცევებს, ვინაიდან ჩემთვის მთავარია მისგან შევისწავლო ქიმია, რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ იგი ყველანაირად შემკული იქნება, თუმცა ჩემთვის უმთავრესი მისი პროფესიონალიზმი და სულ არ მაინტერესებს თავისი ცხოვრება და საქმე. ანალოგიურია ყველა სხვა მეცნიერება... მაგრამ ასე არ არის სულიერი წინამძღვარის საქმე. წარმოიდგინეთ წინამძღვარი, რომელიც „ვალდებულია ქადაგებდეს ჭეშმარიტებას“ სჩადის უამრვა სისაძაგლეს! განა მოუსმენთ მას? რა თქმა უნდა არასდროს!...
ამიტომაც სამაგლითო უნდა იყოს წინამძღვარი. განა შეიძლება წინამძღვარი ვუწოდოთ მას, რომელიც აშკარად სცოდავს, სწყევლის, ცრუობს, თვალთმაქცობს, უსამართლოდ იქცევა და ამ ქმედებებს სხვებს უკრძალავს ან სიქველეს ბრძანებს, რომელიც მას არასდროს უქმნია? 

რეზო მიქელაძე: მუსლიმთა სამმართველოს განათლებისა და ყურანის დოგმატიკის სამსახურის ხელმძღვანელი!

 

Read 479 times Last modified on Last modified on თებერვალი 24 2016