Saturday, October 21, 2017

წყეულიმც იყოს ამა სოფელი!

გამოქვეყნებულია სტატიები თებერვალი 24 2016 font size decrease font size increase font size

კარგი წყეულიმც იყოს, მაგრამ რატომ! რა დაგიშავა? რა მოგაკლო? რა შეგიზღუდა? წყლის უქონლობას უჩივი, ჰაერის უკმარისობას თუ მუცლის ამოვსებას?

 

 

კარგი წყეულიმც იყოს, მაგრამ რატომ! რა დაგიშავა? რა მოგაკლო? რა შეგიზღუდა?
წყლის უქონლობას უჩივი, ჰაერის უკმარისობას თუ მუცლის ამოვსებას?
რა საჭიროება გაგიჩნდა და ვერ დაიკმაყოფილე, ნუთუ არ მოგენიჭა იმდენი შესაძლებლობა და ნიჭი, რამდენიც გესაჭიროებოდა!
განა მასთან არ აფარებს თავს 7 მილიარდი ადამიანი? განა არ მოგცა ყველასათვის საკმარისი საზრდო და სანოვაგე? თუმცა საჭიროების დაკმაყოფილებას კი არა, ვნებების დაოკებას აყევი, დახარბდი, ძმობა, მეგობრობა დაივიწყე, სიყვარული, ერთობა მოშალე, ბოლოს კი, ყველა ერთბაშად აღმოჩნდით იმ ორმოში, რომელიც ერთმანეთს გაუთხარეთ!
შემდეგ კი, გაიძახით წყეულიმც იყოს ამა სოფელი!

გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა...30/41
როგორ მოგექცეს, განა შენივე ხელით იმას არ იმკი, რასაც იმსახურებ?!
ამა სოფელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად ყოვლად ვრცელი და მდიდარია, თუმცაღა მწირი და ღარიბია მაშინ, როცა ვნებები და სიხარბე სჭარბობს!
მაშ, როგორ მოგექცეს ამა სოფელი!
მაშ, რატომ დაივსოს ამა სოფელი!

რეზო მიქელაძე: მუსლიმთა სამმართველოს განათლებისა და ყურანის დოგმატიკის სამსახურის ხელმძღვანელი!

Read 507 times