Thursday, August 16, 2018

ადამიანისა და ნივთის მიმართ პატივი!

გამოქვეყნებულია სტატიები თებერვალი 24 2016 font size decrease font size increase font size

გზად შემოგხვდა ქვა. აიღე და მოისროლე, გზა გაათავისუფლე. ეს ერთგვარი პატივისცემის ფორმაა, თუმცა კაცთა მიმართ.

ვინაიდან არ უწყი, რომ ეს ქვა სად მოხვდა, ვინმეს თავი გაუხეთქა თუ რომელიმე მცენარე გაანადგურა...

თუ წესისამებრ ავიღეთ და გაჭირვებული ადამიანის გამომგრეული სახლის კედელში მოვათავსეთ, მაშინ იპოვის თავისი ადგილს. სწორედ ეს არის პატივი კაცთა და ნივთის მიმართ.
გზად პურის ნატეხი შემოგხვდა. აიღე, შემდეგ იგი სადმე მაღლა შემოდე, რათა არავის დაედგა ფეხი.
ეს არის პური მიმართ პატივი.
ამ შემთხვევაში პური რა თქმა უნდა სიმბოლურია, ვინაიდან არცერთი სარჩო-სანოვაგე არაფრით განსხვავდება პურისგან. მაგრამ შენ თუ ამ ლუკმას აიღებ და ამით მშიერს დააპურებ, მაშინ პური გაიხარებს და მშიერი მუცელს ამოიძღობს, სახე და თვალი გაუნათდება.
განა ეს არის პურის მიმართ პატივი?
ფაქტობრივად ნივთის ძირითადი პრინციპი ნებადართულობაა.
განა ადამიანი ასეა?
ადამიანის ძირითადი პრინციპი პატივისცემაა.
პატივი კაცთა, სულთა, ნამუსთა... ადამიანის ღირსებას არანაირი ფორმით არ უნდა შეეხო, არც ენით და არც ხელით...
როგორც ცოცხალს, ასევე მკვდარსაც პატივი უნდა დასდო.
ცხედარის წინაშე პატივი, მისი განბანვა, სუდარაში შეხვევა, საფლავში დამარხვა და ღმერთზე მიბარებაა.
ყველაფერი, რაც ადამიანს ეკუთვნის მისადმი პატივი უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა პატივის საფეხურებიც არსებობს. გონივრულობა, სიბრძნის გამოჩენა არის საჭირო, რათა იცოდე სად და როგორ უნდა მოიქცე, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო. სად როგორ უნდა ილაპარაკო და დაალაგო. ვინაიდან სიბრძნის გამოჩენა ღვთისმიერი სიკეთეა ადამიანისადმი. 
თუმცა სამწუხარო ის არის, რომ თუ ამ სიკეთეს ვერ ვეწიეთ, ჩვენი სურვილი არაფერს ცვლის...
კაცთა შორის ერთი ნაწილი, რომელიც რელიგიის, კაცობრიობის სახელით ლაპარაკობს და გადაწყვეტილებებს იღებს.
იქნებ, ცოტათი მაინც გონივრულობა, სიბრძნე გამოეჩინათ...
პატივისცემით, ღმერთს ებარებოდეთ!

რეზო მიქელაძე: მუსლიმთა სამმართველოს განათლებისა და ყურანის დოგმატიკის სამსახურის ხელმძღვანელი!

Read 1109 times