Saturday, October 21, 2017

თბილისის ჯუმა მეჩეთი

გამოქვეყნებულია სტატიები თებერვალი 18 2016 font size decrease font size increase font size

თბილისის ჯუმა მეჩეთი XVIII საუკუნის დასაწყისში (ერთ-ერთი წყაროს მიხედვით 1864 წელს) აშენდა.

მეჩეთის მშენებლობაში თბილისში სტუმრად მყოფმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმაც ფინანსური დახმარება გასწია. მეჩეთის ძველ ფოტოებზე დაყრდნობით ჩნდება აზრი, რომ აქ მეორე მეჩეთიც იყო გვერდზე აშენებული. მეჩეთს ორი მეჰრაბი აქვს. 150 წელზე მეტია ორი მოძმე მიმდინარეობა (მესჰები) ერთად ასრულებენ ლოცვებს. თბილისის ჯუმა მეჩეთი საბჭოთა კავშირის დროსაც მოქმედი იყო. ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ყაზანის თათრები დადიოდნენ.
დღესდღეობით მეჩეთში პარასკევის ტრადიციულ (ჯუმის) ლოცვას ასობით უცხოელი მუსლიმები ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად ასრულებენ. მეჩეთში ასევე სრულდება ბაირამის სადღესასწაულო ლოცვები, აღინიშნება ყველა რელიგიური დღესასწაული და მნიშვნელოვანი დღეები, ასევე მუჰარრემის თვეში ქერბელას შაჰიდების საპატივცემულოდ სამგლოვიარო რიტუალები სრულდება.

Read 1022 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016