Tuesday, October 4, 2022

„კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლის ალი ალიევის მიხეილ სააკაშვილისადმი ღია წერილის სახით მიმართვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედია საშუალებების ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ მუსლიმთა სამმართველოს პოზიციას

გამოქვეყნებულია განცხადებები ოქტომბერი 12 2021 font size decrease font size increase font size

საქართველოში „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლის ალი ალიევის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი ღია წერილის შესახებ მედიიდან შევიტყვეთ.

მისი მხრიდან სისტემატიურად პოლიტიკაში ჩარევა და არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პოზიციონირება   ყველასთვის  ცნობილია.  მისი მხრიდან  ეს ნაბიჯები როგორც სასულიერო პირებში, ასევე მუსლიმ თემში უარყოფითად აღიქმება, ვინაიდან არ ემსახურება ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრებას.  

აღსანიშნავია,  რომ  ა. ალიევმა ამ განცხადებით გამოხატა პირადი აზრი და არა ორგანიზაცია „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსი” მთლიანობაში და მითუმეტეს მისი პოზიცია არ უნდა გავაიგივოთ საქართველოს მუსლიმების პოზიციასთან. ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“  საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა, რომელიც განურჩევლად ერისა და რელიგიური მიმდინარეობისა აერთიანებს საქართველოს ყველა მუსლიმს თავის ქოლგის ქვეშ და უზრუნველყოფს ყველა მათ საჭიროებებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მუსლიმი სასულიერო პირის პოლიტიკაში ჩარევა სწორად არ მიგვაჩნია. სასულიერო პირმა, რომელიმე მხარისთვის მიუმხრობლად,   დაპირისპირებულ მხარეებს ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგისკენ უნდა მოუწოდოს.

 

 უზენაესმა ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, მშვიდობა, სტაბილურობა,  კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა ნუ მოაკლოს.

 

Read 540 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 12 2021

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]