Thursday, November 26, 2020

მუსლიმთა სამმართველოს განცხადება

გამოქვეყნებულია განცხადებები ოქტომბერი 26 2020 font size decrease font size increase font size
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) კარიკატურის გავრცელების პირობა დადო.
მისი მხრიდან ამ ნაბიჯმა, რაც შუამავლი მუჰამმედის (ს.ა.ს.) წინააღმდეგ უპატივცემულობის ლეგალიზებას ისახავს მიზნად, როგორც ყველა მუსლიმურ ქვეყანაში, ასევე საქართველოს მუსლიმებშიც უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია.
საქართველოს მუსლიმ სასულიერო პირებს მიგვაჩნია, რომ ისლამისადმი მსგავსი მტრული და უპასუხისმგებლო მიდგომა რელიგიათაშორის ურთიერთობების, ტოლერანტობის დაკნინებისა და ისლამოფობიის წახალისების მიზეზი ხდება.
სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მომიზეზებით, მილიონობით მუსლიმისთვის წმინდა პიროვნების - საყვარელი შუამავლის შეურაცხმყოფელი ქმედებები სრულიად ისლამის მიმდევრების მიმართ შეურაცხყოფა და უპატივცემლობაა.
მის მიერ იმის თქმაც, რომ თითქოს „დღეს ისლამი ის რელიგიაა, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში კრიზისს განიცდის“, სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო ბრალდებად მიგვაჩნია და ვგმობთ.
Read 37 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 29 2020
More in this category: « სამძიმარი

მეჩეთები

ლოცვის დრო [2016]