სამძიმარი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ თბილისში (დიდი დიღომი) -
საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო, რამაც მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება გამოიწვია. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვლოცულობთ და შევთხოვთ დიად გამჩენს დაშავებულები მალე გამოაჯანმრთელოს, ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო მსგავსი ტრაგიკული მოვლენებისგან დაიფაროს. ამინ!