Saturday, October 21, 2017

მიანმარში მუსლიმების წინაარმდეგ ჩადენილ გენოციდთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა პრესკონფერენცია გამართეს

გამოქვეყნებულია განცხადებები სექტემბერი 11 2017 font size decrease font size increase font size

დღეს კვირის პრესკლუბში მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა მიანმარის რესპუბლიკის არაკანის რეგიონში მცხოვრებ მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ ძალადობის და გენოციდთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

 

სასულიერო ლიდერებმა არაკანში მიმდინარე მოვლენები დაგმეს, აღნიშნეს, რომ ამ სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით მსოფლიო და წამყვანი მედია საშუალებები დუმს. მათ დიდ და წამყვან სახელმწიფოებს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს  მოუწოდეს, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა და ყველა შესაძლებლობები გამოიყენეონ, რათა ეს სასტიკი დანაშაული და ძალადობა შეჩერდეს. აგრეთვე დასავლური მედია გააკრიტიკეს ორმაგ სტანდარტებით მიდგომაში, რადგან ევროპის ქვეყნებში მომხდარი მცირე ტერორისტულ აქტებს ყველა მედია აშუქებს, მაგრამ დღეს ხდება დაუცველი ადამიანების გენოციდი, ამაზე არავინ ხმას არ იღებს. სასულიერო პირებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ნებისმიერი დანაშაული გინდ მცირე მასშტაბის გინდ ფართო მასშტაბის ეს ყოვლად მიუღებელია მუსლიმი თემისათვის და ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ძალადობას და ტერორიზმს არც რელიგია და არც ეთნოსი არ გააჩნია, ამისათვის თვითოეული ჩვენთაგანი ერთად უნდა დავდგეთ, რათა არ დავუშვათ მსგავსი ფაქტების განმეორება. სასულიერო ლიდერებმა პრესკონფერენცია წმინდა წიგნ ყურანის აიეთით დაასრულეს, „ერთი კაცის მოკვლა მთელი კაცობრიობის განადგურების ტოლფასია და ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მთელი კაცობრიობის გადარჩენის ტოლფასია“.

 

გაცნობებთ რომ მიმდინარე თვეში არაკანის რეგიონში სამი დღის განმავლობაში 3000-ზე მეტი მუსლიმი მოქალაქე უმოწყალოდ და სასტიკად იქნა წამებული და მოკლული მათი აღმსარებლობის გამო.

https://www.youtube.com/watch?v=jLEOLouaksY

Read 52 times Last modified on Last modified on სექტემბერი 22 2017