Thursday, August 16, 2018

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მუსლიმებს მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია განცხადებები დეკემბერი 14 2016 font size decrease font size increase font size

მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამის გამავრცელებლის მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს.

მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 
გიორგი კვირიკაშვილი

Read 749 times Last modified on Last modified on დეკემბერი 15 2016