Saturday, October 21, 2017

რელიგიურ ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს

გამოქვეყნებულია განცხადებები დეკემბერი 14 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისში რელიგიური კონფესიების ინიციატივით ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს საპატრიარქოს, სომხური ეკლესიის, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის,  იუდევური თემის და იეზიდთა თემის სასულიერო ლიდერებმა ბოლო დღეებში რამოდენიმე არასამთავრობოების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების და მათი ლიდერების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 

 რელიგიურმა ორგანიზაციების ლიდერებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობა საერთო ჯამში დადებითად შეაფასეს, ასევე აღნიშნეს, რომ იმ ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადებები, სადაც როგორც სახელმწიფო უწყებას ასევე რელიგიურ ორგანიზაციებს ჩრდილს აყენებენ მსგავსი განხადებები დაუშვებელია, ჩვენს საქმნიანობაში სახელმწიფო არასდროს ჩარეულა, პირიქით ის ყოველთვის ცდილობს დაიცვას და დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციებს.

 ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ რაც რელიგიის სააგენტო დაფუძნდა და მისი მხარდაჭერით 150-ზე მეტი მეჩეთი დარეგისტრირდა მუსლიმთა სამმართველოს სახელზე, ასევე ათობით ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის ნებართბა გაიცა და დაიწყო მშენებლობები.

 

სრულიად საქართველოს შეიხმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელწმიფოს შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით რელიგიის სააგენტო დაარსების დღიდან არაერთი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა და ეს პროცესი ისევ გრძელდება. როდესაც რელიგიის სააგენტო არ არსებობდა რელიგიურ ორგანიზაციებს უწევდა სხვადასხვა სამინისტროებში, უწყებებში და მათ შორის საპატრიარქოში მიმართვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პრობლემა არ გვარდებოდა, რადგან არ იყვნენ არცერთი შესაბამისი უწყება, მაგრამ დღეს სააგენტო არსებობს და ჩვენ ყველა პრობლემებს იზიარებენ და მაქსიმალურად ცდილობენ დაგვეხმარონ. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ას წელზე დიდი ხნით დაგროვილ პრობლემებს სახელმწიფო ორ-სამ წელიწადში ერთიანად ვერ მოგვარებდა და ეს უნდა ყველამ გაცნობიეროს. რაც შეეხება ერთი ან ორი მუსლიმი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს მთელი მუსლიმი თემის სახელით ვერანაირად ვერ აღიქმება, რადგან მუსლიმი თემის სახელით მხოლოდ სასულიერო ლიდერებს და მეჩეთების წინამძღვრებს შეუძლიათ საუბარი, რადგან მათ უკან მრევლი დგას. შეიხმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომლებიც მუსლიმების პრობლემებით არიან დაინტერესებულნი მობრძანდნენ მუსლიმთა სამმართველოში და პირველი პირებისგან მოისმინონ მიღწევებიც და არსებული პრობლემებიც.

 

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის უკან ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა რელიგიის სააგენტოს გაუქმება და მას ბრალი დასდო რელიგიური ორგანიზაციების კონტროლში.

Read 437 times Last modified on Last modified on დეკემბერი 14 2016