Saturday, October 21, 2017

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო აცხადებს შემოქმედებით კონკურსს თემაზე: „სიყვარულის, მშვიდობის და მოწყალების შუამავალი“

გამოქვეყნებულია განცხადებები დეკემბერი 04 2016 font size decrease font size increase font size

კონკურსზე ავტორთა მიერ  ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთარი ლექსები წმინდა მუჰამმედ შუამავალზე (ს.ა.ვ).  კონკურსზე წარმოდგენილი ლექსი უნდა იყოს აუცილებლად თემის შესაბამისი, (მინიმუმ ხუთი სტრიქონი), სპეციალურად კონკურსისათვის დაწერილი და არსად გამოქვეყნებული.

 

ზემოთ აღნიშნულ კონკურსზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. კონკურსის შედეგების მიხედვით, გამოვლენილი იქნება  ათი საუკეთესო   (ხუთი ქართულ ენაზე, ხუთი აზერბაიჯანულ ენაზე) ლექსის ავტორი. ორივე მხარიდან პირველ ადგილზე გასული თითო მონაწილე დაჯილდოვდება 2000 (ორიათასი) ლარით, მეორე ადგილზე გასული თითო მონაწილე 1000 (ათასი ) ლარით, მესამე ადგილზე გასული თითო მონაწილე  800 (რვაასი) ლარით, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გასული კონკურსანტები  500 (ხუთასი) ლარით.

წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ვ.) ქვეყნად მოვლენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2016 წლის 3 დეკემბრიდან დაიწყება და 2017 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ლექსი პოეტებითა და მწერლებით შემდგარი კომისიის (ჟიური) მიერ იქნება შეფასებული და  შემდგომ ანთოლოგიის სახით გამოცემული. შეფასებისა და წიგნად გამოცემის შემდეგ გაიმართება შუამავლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო და აღნიშნული წიგნები ავტორებს, პოეტებს, მწერლებს, სასულიერო პირებსა და დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად დაურიგდება.

ავტორებმა ლექსები 2017 წლის 28 თებერვლამდე  ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უნდა გამოგზავნონ.

E_mail: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.                                                 

https://www.facebook.com/SruliadSakartvelosMuslimtaSammartvelo/

დამატებითი ინფორმაციისთვისდარელეთ: +995-555-00-02-96, +995-577-62-30-31

 

ორგანიზატორები: სსიპსრულიადსაქართველოსმუსლიმთასამმართველო, თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა ატაშე საქართველოში.

Read 372 times Last modified on Last modified on დეკემბერი 04 2016