სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება
2016 წლის 21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერირიტორიაზე,
“კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 36 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ავტო საგზაო შემთხვევის დროს დაშავაბულ სამხედრო მოსამსახურეებს მალე გამოჯანმრთელებას და გარდაცვლილ ჯარისკაცის ოჯახის წევრებს მოთმინებას უსურვებს.
http://amag.ge/index.php/announcements/item/341-2016-10-24-10-35-46#sigProId8c49dea0cb