Sunday, November 18, 2018

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება „საია“-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია განცხადებები მაისი 04 2016 font size decrease font size increase font size

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ყველა რაიონში

მცხოვრებმუსლიმებს, როგორც ეთნიკური ასევე რელიგიური მიმდინარეობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სხვა მუსლიმურ ორგანიზაციებში დამფუძნებლები და რელიგიური საბჭოს წევრები არ არიან როგორც რეგიონების და რელიგიური შიდა მიმდინარეობების, ასევე  ყველა ეთნიკური მუსლიმების წარმომადგენლებითდაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მუსლიმურ ორგანიზაციებში დომინანტი ორგანიზაციაა.

ეხლა განგიმარტავთ შიიტების და სუნიტების ერთ ორგანიზაციაში ყოფნის აუცილებლობას:

1.   საქართველოს და კავკასიის ისტორიას თუ გადავხედავთ, 1823 წლიდან დღემდე მუსლიმების ოფიციალური წარმომადგენელი ორგანიზაციაარის ერთი. მუსლიმები ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ ყოველთვის.

2.   საქართველოში მოქმედი მუსლიმური სსიპ-ები არც წესდებით და არც დასახელებით არ წარმოადგენს ან შიიტურ, ან კიდევ სუნიტურ ორგანიზაციას, ყველა სრულიად საქართველოს მუსლიმების სახელით არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ყველას თავიდან ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მუსლიმების დაყოფა არ არის სწორი.

3.      საქართველოში შიიტი მუსლიმები არიან მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელები. ასევე,ეთნიკურად აზერბაიჯანელების ნაწილი არიან სუნიტი მუსლიმები. ერთი ეთნოსის რელიგიური ნიშნით დაყოფა იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ეთნოსიორ ნაწილად გაყო. ეთნიკურად აზერბაიჯანელებში რეფერენდუმიც რომ ჩავატაროთ, ხმათა უმრავლესობით მივიღებთ იმ შედეგს, რომ ისინი ერთობის მომხრენი არიან. ასევე აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანელ მუსლიმებში ტერმინ „შიიტსა“ და „სუნიტზე“ სიძულვილი აქვთ და ამის გაგონებაც არ სურთ, აქ მათ ორად დაყოფაზე საუბარიც კი ზედმეტია.

4.      მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჩვენ არ გვინახია ისეთი მუსლიმური ორგანიზაციები რომლებიც წარმოადგენენ ან შიიტურს ან სუნიტურს და თანაბარი იურიდიული სტატუსი ჰქონდეს. არც არაბულ და არც შუა აზიის ქვეყნებში მსგავს ორგანიზაციებს ვერ ვნახავთ. ამიტომაც საქართველოს ისტორიაში არ არსებული ფაქტის ახლად დანერგვა და მუსლიმების დაყოფა, მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების და დაპირისპირების დაწყების მიზეზად იქცევა. ამის ფაქტებია ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთშიორ მუსლიმურ მიმდინარეობას შორის ხელოვნურად დაპირისპირების გაღვივებით მიღებული შედეგები.

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ რელიგია არის ძალზედ ფაქიზი თემა, რელიგიურ სფეროში რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, სასულიერო პირების, მორწმუნეების და მრევლის აზრია მნიშვნელოვანი. საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემი, არსებული მდგომარეობით თუ კმაყოფილი არიან, აქ უკვე რაიმე დისკრიმინაციაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ მსოფლიოსათვის სანიმუშო მოდელის დაცვის, მისალმების და მაგალითად გამოჩენის ნაცვლად, დაპირისპირების, ერთმანეთში განხეთქილების და გაუცხოების გაღვივების მცდელობა არასწორად მიგვაჩნია.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

Read 1135 times Last modified on Last modified on მაისი 04 2016