Saturday, June 23, 2018

იმამ ალის ქვეყნად მოვლენასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განცხადებები აპრილი 25 2016 font size decrease font size increase font size

2016 წლის 25 მარტს ქალაქ მარნეულში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით

წმ. ალის ქვეყნად მოვლენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ ღონისძიებაზე ესწრებოდნენ სასულიერო პირები და ლიდერები, სახელმწიფო მოხელეები, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები და მარნეულის მუსლიმი მრევლი.
ღონისძიება თეოლოგმა რზა კასიმოვმა ყურანის წაკითხვით გახსნა, შემდეგ ღონისძიების მოდერატორმა ვიდადი კურბანოვმა სიტყვა მუსლიმთა სამმართველოს შეიხს გადასცა. შეიხმა დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ძვირფასი პიროვნების მევლუდი მიულოცა. შეიხმა ასევე აღნიშნა რომ, წმ. ალი ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობების შეხედულებების მიუხედავად მისი სათნოება და ავტორიტეტი ყველასთვის მისაღებია, ორივე მოძმე მიმდინარეობა (მესჰები) მასიმამადანხალიფადმოიხსენიებენ რაც მის წინამძღვრობის დასტურია. დასძინა, რომ უეჭველად ძვირფასი შუამავლის (...) შემდეგ მისი ისლამის მიმდევრების მხრიდან იდეალურ და მისაბაძ პიროვნებად წარმოჩენა მუსლიმების გაერთიანებისკენ წაგვიყვანს.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ალი ალიევი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ძვირფასი პიროვნების ქვეყნად მოვლენის დღე მიულოცეს, მისი სამაგალითო ცხოვრების შესახებ ისაუბრეს, წმ. ალის გამორჩეული ციტატები გაიხსენეს და დასძინეს, რომ ის ისტორიაში განუმეორებელ პიროვნებად დარჩება ყოველთვის.
ღონისძიების პირველი ნაწილის დასასრულს სწავლულმა სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადმა წმ. ალის გამორჩეულ ქვეყნის მმართველობაზე ისაუბრა და მრევლს აღმზრდელობით საკითხებზე უქადაგა.
ღონისძიების მეორე ნაწილი კიდე წმ. იმამ ალისადმი მიძღვნილი ილაჰიები იქნა შესრულებული დამსწრე საზოგადოებისათვის.

Read 821 times Last modified on Last modified on მაისი 04 2016