Friday, December 15, 2017

მუსლიმი სტუდენტების განცხადება

გამოქვეყნებულია განცხადებები მარტი 31 2016 font size decrease font size increase font size

საქართველოში მოსწავლე მუსლიმმა სტუდენტებმა მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ

3 აპრილს გასამართი აქციის საწინააღმდეგო ერთობლივი განცხადებააკეთეს. საქართველოში 3 აპრილს ისლამის საწინააღმდეგო აქციის გამართვის თაობაზე უკვე რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელებში მოწოდებები ვრცელდება. ამის გამო შეწუხებული აზერბაიჯანელი-მუსლიმი სტუდენტების ერთი ჯგუფი საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელებს, ასევე საზოგადოებას მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია: ძვირფასო და პატივცემულო თანამემამულენო! აღვნიშნავთ, რომ  ჩვენ, აზერბაიჯანელი-მუსლიმი სტუდენტები საქართველოს სრულუფლებიანი და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მოერთგულე მოქალაქეები ვართ. ჩვენი წინაპრები ისტორიულად ერთმანეთთან მეგობრულ, ძმურ და გულწრფელ ურთიერთობებს აყალიბებდნენ. ისინი ნიადაგ ერთმანეთის რწმენის, ადათ-წესების მიმართ პატივისცემასა და ტოლერანტულ დამოკიდებულებას იჩენდნენ. თუმცა როგორც ჩანს, ამ ტრადიციის მოწინააღმდეგე დივერსიულ ძალთა გარკვეული ჯგუფი არასასურველი აქციების ჩატარებით ქვეყანაში სტაბილურობის დარღვევას, ტოლერანტული გარემოს შეცვლასა და ხალხების ურთიერთწაკიდებას ისახავს მიზნად. ჩანს, რომ ცრუპატრიოტიზმით გულანთებულებს ამ საქციელის შედეგები კარგად ვერ გაუაზრებიათ ანდა მათ მიზანს იმთავითვე დესტაბილიზაცია წარმოადგენს. იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოში რელიგიის სახელით უამრავი ტერორისტული, ექსტრემისტული დაჯგუფებების არაადამიანური ქმედებები დაგმონ, მშვიდობისა და კეთილგანწყობის მქადაგებელი ისლამის საწინააღმდეგო აქციის გამართვა განუზრახავთ. ჩვენ ვგმობთ ამ აქციას და ჩვენი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოებისაგან მის დროულად აღვეთას მოვითხოვთ. ჩვენ ასევე მოვწოდებთ ჩვენს ხალხს - გნებავთ მის მორწმუნე გნებავთ სხვა შეხედულების მქონე ნაწილს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, რომ ასეთი პროვოკაციების წინაშე სიფრთხილე გამოჩინონ“. პატივისცემით საქართველოს მუსლიმ სტუდენტთა ჯგუფი.

Read 1199 times Last modified on Last modified on აპრილი 01 2016