Saturday, October 21, 2017

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება ვაგიფ აქპეროვის ინტერვიუსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია განცხადებები მარტი 29 2016 font size decrease font size increase font size

ვაგიფ აქპეროვის შეიხის თანამდებობიდან განთავისუფლება მოხდა მისი განცხადების საფუძველზე,

მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის სახელზე განცხადების დაწერა ფორმალური მიზეზით იყო გამოწვეული, რადგან შეიხი, სუნიტი მუფტის (სუნიტური მიმდინარეობის სულიერი ლიდერის) სახელზე განცხადებას პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე არ დაწერდა, აღმასრულებელი დირექტორი  კირელიგიური პირი არ არის და მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს. . აქპეროვის განცხადება შიიტების რელიგიურ საბჭოს წარედგინა განსახილველად, შიიტურმა რელიგიურმა საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა . აქპეროვის განცხადება. მისი განთავისუფლება მუსლიმთა სამმართველოს წესდების თანახმად აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციაში არ შედის და ამის შესახებ თვითონ ვაგიფ აქპეროვმაც კარგად იცის.

ვაგიფ აქპეროვის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის მიზეზთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველო რეალურ მიზეზებს განმარტავს.

1. . აქპეროვი   არ სარგებლობდა ავტორიტეტით შიიტ მუსლიმებში მისი კრიმინალური წარსულისა და არა სათანადო რელიგიური განათლების გამო.

2. . აქპეროვის გადადგომის მოთხოვნით იმ პერიოდში შიიტ მუსლიმთა საპროტესტო აქციები იმართებოდა ქვემოქართლში. (წარმოგიდგენთ საპროტესტო აქციების ვიდეო ლინკებს:

https://www.youtube.com/watch?v=MOM8gZPIjz8

https://www.youtube.com/watch?v=yyRoT7qCgDw

https://www.youtube.com/watch?v=i6J8gjiGcsQ

https://www.youtube.com/watch?v=JVSRyr8rh74

. აქპეროვის გადადგომის შემდეგ ეს პროცესები ჩაცხრა და ის ხალხი, ვინც . აქპეროვის პერსონის გამო უპირისპირდებოდა `სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს~, დღეს მუსლიმთა სამმართველოს წევრები არიან. . აქპეროვის პიროვნების შესახებ კი თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ შეიხად ყოფნის პერიოდში სხვადასხვა გზებით მიაღწია იმას, რომ მისი ავტომანქანა აღჭურვილი იყო სპეციალური ხმოვანი და ციმციმა სიგნალებით, რასაც ხშირად იყენებდა და შსს- მაღალჩინოსანივით გადაადგილდებოდა გზებზე.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლო პერიოდში  სხვადასხვა ჯგუფების და პირების მხრიდან  საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მუსლიმი თემის და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სპეკულირებით ღრმად შეშფოთებულია. მუსლიმთა სამმართველო მიმართავს ყველას არ მოხდეს მომავალში კიდევ ერთხელ მუსლიმი თემის სახელით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

Read 1061 times Last modified on Last modified on მარტი 29 2016