Saturday, February 24, 2018

სოფ. ადიგენში ინციდენტი ამოწირულია

გამოქვეყნებულია განცხადებები მარტი 02 2016 font size decrease font size increase font size

დღეს დილით სოფ. ადიგენში მუსლიმი მრევლისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

მხარეები საერთო სასაფლაოს მოწყობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, გამოიყოფა სასაფლაოსათვის ტერიტორია, გაიმიჯნება მუსლიმების და ქრისტიანების სასაფლაო და ექნება ცალ-ცალკე შესასვლელი. შეთანხმების შედეგად ინციდენტი ამოწურულია და მუსლიმთა სამმართველო იმედს გამოთქვამს, რომ  გარკვეული ჯგუფები  უკვე ამოწურულ გაუგებრობას სპეკულაციისთვის არ გამოიყენებენ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მუფთი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი,  ადიგენის გამგებელი, საპატრიარქოს წარმომადგენელი, სოფ. ადიგენის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა.

 02.03.2016

Read 960 times Last modified on Last modified on მარტი 02 2016