Saturday, October 21, 2017

თბილისში ყურბან ბაირამი

გამოქვეყნებულია განცხადებები სექტემბერი 25 2015 font size decrease font size increase font size

2015 წლის 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მინისტრის მრჩეველი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში არსებულ რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლები, ისლამური სახელმწიფოს ელჩები, საელჩოს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. ღონისძიება ყურანის წაკითხვით გაიხსნა. სრულიად საქრთველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და მუფთმა სტუმრებს მიესალმეს და აღნიშნეს, რომ ყურბან-ბაირამი ყველა ზეციური რელიგიის საერთო შუამავალის იბრაჰიმისგან მემკვიდრეობით მიღებული მოვლენაა და ყურბან-ბაირამი საზოგადოებას მოწყალების გაღების, დახმარების გაწევის, სიკეთის კეთების და მშვიდობისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მინისტრმა, მარნეულის გამგებელმა, ირანის და თურქეთის ელჩებმა და სხვა სტუმრებმა ბაირამი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცეს, ყურბან-ბაირამის მადლზე და მის სიძლიერეზე ისაუბრეს. ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა, კეთილდღეობა, ბარაქა და ნათელი მომოვალი უსურვეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მექაში მომხდარ ტრაგედიაზე მწუხარება გამოთქვეს, იქ დაღუპულებს ალლაჰის წყალობა, მათ ოჯახებს სამძიმარი და დაშავებულებს ჯანმრთელობა უსურვეს. რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმებს შუამავალი იბრაჰიმისგან მომდინარე ყურბან-ბაირამი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ყურბან-ბაირამი ადამიანების უზენაეს ალლაჰთან დაახლოებას და ადამინიანების გაერთიანებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც გასულ წელს, წელსაც სსმს-ს ორგანიზებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ვაგფის და ფონდების მხარდაჭერით, რეგიონში მცხოვრებ გაჭირვებულებს ყურბნის (შეწირული) ხორცი გადაეცათ.

Read 635 times Last modified on Last modified on თებერვალი 24 2016