Friday, December 15, 2017

შუამავლის (ს.ა.ვ.) დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გამოქვეყნებულია განცხადებები დეკემბერი 22 2015 font size decrease font size increase font size

2015 წლის 22 დეკემბერს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში „სამყაროს წყალობად მოვლენილი“ წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადებიდან 1445-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მუფთები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები და მრევლის ფართო საზოგადოება. მეჩეთში მობრძანებულმა მრევლმა მოისმინა სამაგალითო პიროვნების -წმინდა მუჰამმედის ცხოვრების დეტალები, მის მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლი კაცობრიობისთვის, მშვიდი, სამართლიანი, ბედნიერი ცხოვრებისა და ისლამის გზაზე დაყენების საქმეში. სიტყვაში გამომსვლელებმა წმინდა შუამავლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარგენილი და დაჯილოდებულნი იქნენ საქართველოს მასშტაბით მოღვაწე ის იმამები, რომლებმაც მაქიმალურად გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები მრევლისა და ისლამის სწავლების სამსახურში. მათ საჩუქრად გადაეცათ ფულადი ჯილდო და სამსახსოვრო პლაკეტები.
დაჯილდოვდნენ შემდეგი იმამები: 
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრალური მეჩეთის იმამი - ნუგზარ ჯორბენაძე
2. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. წელათის მეჩეთის იმამი - ვაჟა ვაშაყმაძე
3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხმორისის მეჩეთის იმამი,ზია ქარცივაძე
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცენტრალური მეჩეთის იმამი - ზაზა ჯავახიძე
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის მეჩეთის იმამი - ჯემალ მიქელაძე
6. ქვემო ქართლის რეგიონის, წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალური მეჩეთის იმამი - ნუგზარ კახაძე
7. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბნის მეჩეთის იმამი - ვასია მიქელაძე.

Read 656 times Last modified on Last modified on თებერვალი 23 2016